ჯო ბაიდენი - არავაქცინირებულებისთვის ველოდებით ზამთარს ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით, მაგრამ თუ აცრილი ხართ და მიღებული გაქვთ "ბუსტერ" დოზა, დაცული ხართ

თეთრ სახლში ჯანდაცვის მაღალჩინოსნებსა და ჯო ბაიდენს შორის ბრიფინგი გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის და საავადმყოფოებში არსებული სიტუაცია იყო.

ბაიდენის კაბინეტში გაჟღერდა წინადადება იმის შესახებ, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის გატანას მსუბუქად და ასიმპტომატურად შეძლებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ,,ბუსტერ“ დოზა მიიღეს.

ბაიდენმა ბრიფინგი ამერიკელი ხალხისთვის „პირდაპირი გზავნილით“ დაიწყო.

,,არავაქცინირებული ადამიანებისთვის ჩვენ ველოდებით ზამთარს მძიმე ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით - ეს შეეხება მათ, მათ ოჯახებს და საავადმყოფოებს, რომლებიც მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ, არის კარგი ამბავი: თუ თქვენ აცრილი ხართ და მიღებული გაქვთ დამატებით დოზა თქვენ დაცული ხართ მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა