გერმანიაში ბრიტანეთიდან შესული მოგზაურებისთვის ორშაბათიდან კარანტინი დაწესდება

გერმანია ბრიტანეთიდან შესული მგზავრებისთვის ორშაბათიდან კარანტინს დააწესებს და ასევე ქვეყანაში შესვლის შემდეგ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოითხოვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის რეგიონულმა მინისტრებმა შაბათს ეროვნულ მთავრობას მოუწოდეს, შემოიღო უფრო მკაცრი წესები ბრიტანეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

„ომიკრონის შემთხვევების ზრდა დიდ ბრიტანეთში ძალიან აშკარაა... ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან მისი გავრცელება რაც შეიძლება დიდხანს და შევანელოთ ის მაქსიმალურად“, - ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.

ბრიტანეთში ბოლო სამი დღის განმავლობაში ყოველდღიურ შემთხვევათა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება. პარასკევს ინფიცირებულთა რიცხვმა 90 000-ს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა