"სირცხვილიას" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მათ ადგილზე ბანერები წარწერით ,,ხმა ამოიღეთ!”, ,,რუსეთი კლავს, საგარეო დუმს!” და ა.შ. მიიტანეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაკავებული ყოფილი სამხედრო გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

,,სამწუხაროდ, ყოველდღიურ რუტინად გვექცა ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან. არაერთი აქცია გაგვიმართავს ზუსტად ამ ადგილთან იმავე მოთხოვნით. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით. რუსებს ტყვედ ჰყავთ ყოფილი სამხედრო, რომელსაც 2008 წელსაც უომია და სამშვიდობო მისიებშიც მიუღია მონაწილეობა. როგორც მინიმუმ ოჯახს უნდა გააგებინონ როგორია დაკავებულის მდგომარეობა და ჩააყენონ საქმის კურსში ყველა საერთაშორისი მისია, ან ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე მუშაობს”, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა