პირველ ქვეით ბრიგადას 29 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

დღესვე, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპულ კაპრალ ღვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, აღმოსავლეთის სარდალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა