მირცხულავას ქუჩის მოსახლეობამ მოთხოვნით "გადავარჩინთ ე.წ. სუკონის სტადიონი" აქცია გამართა

მირცხულავას ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი ე.წ. სუკონის საფეხბურთო მოედნისთვის პროფილის შეცვლისა და განადგურების პროცესს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეწყდეს საფეხბურთო სტადიონის ინერტული მასლების საწყობად გადაკეთება.

„ერთი საუკუნის ე.წ. სუკონის საფეხბურთო მოედანი, რომელზეც პირველი ლიგის მატჩები იმართებოდა, ინერტული მასალების საწყობად და ბაზრობად აქციეს, „ელიავა 2“-ს აკეთებენ აქ. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, პროფილს უცვლიან მოედანს და შემდეგ მშენებლობებს დაგეგმავენ. საფეხბურთო მოედანზე უკვე დაყარეს ქვიშა და ხრეში, ასევე ადგილზე მოძრაობენ სატვირთო ავტომობილები. საფეხბურთო მოედნის წინ არის სკოლა, მოსახლეობა, წარმოგიდგენიათ აქ ზაფხულში რა მოხდება? მოსახლეობისთვის აღნიშნულ მოედანს და მის მიმდებარე ტერიტორიას ძალიან დიდი რეკრეაციული მნიშვნელობა ჰქონდა. მოვითხოვთ შეჩერდეს საფეხბურთო მოედნის საწყობად გადაკეთებისა და განადგურების პროცესი“, - განაცხადა აქციის ერთ - ერთმა მონაწილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა