“ლელოს” ლიდერებთან საკრებულოებში პარტიის სიით გასული წევრების შეხვედრა გაიმართა

17-19 დეკემბერს სასტუმრო კომპლექს “სევსამორაში” აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელშეწყობით 2021 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოებში “ლელოს” სიით გასული წევრების პარტიის ლიდერებთან შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები განიხილავდნენ იმ აქტივობებს, რომლებიც “ლელოს” ინიციატივით უნდა განხორციელდეს საკრებულოებში.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, IRI-ს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა საკრებულოს წევრებს გააცნეს ადგილობრივი საკრებულოების უფლებამოსილებები, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და ინსტრუმენტები.

„შეხვედრაზე განისაზღვრა “ლელოს” ადგილობრივი ორგანოების განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები.

როგორც შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, “ლელოს” დეპუტატები თავიანთი აქტიურობით ტონის მიმცემები უნდა გახდნენ და მოსახლეობის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემები უნდა წარმოაჩინონ საკრებულოებში.

2021 წლის არჩევნების შედეგად “ლელო” საქართველოს 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში არის წარმოდგენილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა