რუსეთში კორონავირუსის 27 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 023 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 27 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 214 790 -მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1 023 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 297 203 შეადგინა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8.9 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს