მევლუთ ჩავუშოღლუ - ველოდებით, რომ საქართველო 3 + 3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 3+ 3 პლატფორმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა მოსკოვში, მაგრამ საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა