ალექსანდრ გრუშკო - ალიანსის ღია კარის პრინციპი მისსავე დაუცველობას ზრდის

ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების შემუშავების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის დიალოგში შეერთებული შტატების პოზიცია გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

„მაშინაც კი, თუ გამოვალთ იქიდან, რომ ნატო მუშაობს კონსენსუსის საფუძველზე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება შეერთებული შტატების პოზიცია“, – აღნიშნა გრუშკომ.

რუსი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის განცხადებები, რომ მზადაა, ევროპული უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციასთან რუსეთ-ნატოს საბჭოს პლატფორმაზე განიხილოს, მიუთითებს, რომ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება.

„ევროკავშირის ეს განცხადებები მხოლოდ ერთს ნიშნავს: სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი ნატოს სრული კონტროლის ქვეშაა, სულ ეს არის,“- აღნიშნა გრუშკომ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა მისსავე დაუცველობას ზრდის.

„ეს ეწინააღმდეგება თავად ალიანსის ინტერესებს, რადგან ნებისმიერი გაფართოება ზრდის თავად ალიანსის დაუცველობას“, - განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.

ცნობისთვის, რუსეთი ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და ნატო-სა და აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა