გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო რუსეთის წინადადებებს განიხილავს, მაგრამ ნებას არ დართავს მოსკოვს, ალიანსს პოზიცია უკარნახოს

ნატო განიხილავს რუსეთის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების წინადადებებს, მაგრამ ნებას არ დართავს მოსკოვს, ალიანსს სამხედრო პოზიცია უკარნახოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

”ჩვენ განვიხილავთ რუსეთის წინადადებებს, მაგრამ არ შეიძლება, რომ რუსეთმა ნატოს პარტნიორებს პოზიცია უკარნახოს და ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ნათლად განვმარტავთ მოლაპარაკებებში”, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რუსეთი ნატო-სა და აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს