დონალდ ტრამპი - კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო უხანის ლაბორატორიაა, ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

ვფიქრობ, კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო სრულიად აშკარაა. ის უხანის ლაბორატორიიდან წარმოიქმნა და ვფიქრობ, თუკი ვინმე რამეს განსხვავებულად ფიქრობს, ის, უბრალოდ თავის თავს ატყუებს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. მე მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ მაქვს საუბარი, არამედ მთელ მსოფლიოზე. ზარალი 60 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთს 60 ტრილიონი არ აქვს, მაგრამ მათ უნდა მოიმოქმედონ რამე იმისთვის, რაც გააკეთეს. ის, რაც მათ მსოფლიოს გაუკეთეს, საშინელებაა და ეს არ წყდება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო