„საქსტატი“ - იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 3 822.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 822.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2 809.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (537.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (502.1 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (275.5 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 750.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა