„საქსტატი“ - მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 997.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.1 პროცენტი შეადგინა

2021 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 997.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 9.4 პროცენტით.

„2021 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-29.7 პროცენტი), განათლება (-7.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-3.9 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.4 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე.

„წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2021 წლის კვარტალური მაჩვენებლები“, -აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა