07.07.2025 / 08:38
ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გაბრიელ ბორიჩმა გაიმარჯვა

ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე კანდიდატმა გაბრიელ ბორიჩმა ულტრა-მემარჯვენე კონკურენტი, ხოსე ანტონიო კასტი დაამარცხა.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბორიჩმა არჩევნებში ხმების 56%-ი, კასტმა კი - 44% მოიპოვა.

„ვაპირებ ყველა ჩილელის პრეზიდენტი ვიყო,“- განაცხადა ბორიჩმა, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მარტიდან შეუდგება.

გაბრიელ ბორიჩის გამარჯვება სანტიაგოს ქუჩებში ათასობით მისმა მხარდამჭერმა იზეიმა.

ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში ორივე კანდიდატმა ხმების 30%-ზე ნაკლები დააგროვა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს