სერგეი რიაბკოვი - მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე - ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია

მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან გადააქციონ ეს ყველაფერი დუნე პროცესად, ჩვენ კი ეს სასწრაფოდ გვჭირდება, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია, მწვავეა და მიდრეკილია კიდევ უფრო გართულებისკენ“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები.

პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

იხილეთ ვიდეო:სერგეი რიაბკოვი - მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა