ვენის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - არ შეიძლება რუსეთის მტკივნეულ წერტილებზე მუდმივად დაბიჯება - მოსკოვს სამხედრო პასუხის გაცემა მოუწევს

ნატოში აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება რუსეთის მტკივნეულ წერტილებზე მუდმივად დაბიჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს სამხედრო პასუხის გაცემა მოუწევს, - ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე ვენის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ გავრილოვმა ტელეკომპანია Russia 24-ის ეთერში განაცხადა.

„საუბარი სერიოზული უნდა იყოს და ნატოში ყველას კარგად ესმის, რომ აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური ქმედებების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატივა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პასუხებია“, - განაცხადა მან.

პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო