ანდრეი რუდენკო - პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის - მოსკოვს ესმის ამ მეზობლების მნიშვნელობა

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, მოსკოვს ესმის ამ მეზობლების მნიშვნელობა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ქვეყნები, არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდებიან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენი პრიორიტეტი, მათ შორის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად. ეს ჩვენი ყოფილი საერთო საბჭოთა წარსულის ნაწილია", - აღნიშნა რუდენკომ.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ სუვერენულ სუბიექტებად, რომლებსაც აქვთ საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და განსაზღვრავენ თავიანთ ინტერესებს.

„რუსეთის მომავალი ამ ქვეყნებთან ერთად არის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მოქმედებას, ვაცნობიერებთ რა ამ მნიშვნელოვანი გარემოცვის სრულ ღირებულებას და მნიშვნელობას", - აღნიშნა რუდენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა