საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა -„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა

ორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები ჩატარდა. “სემინარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციები ჩატარდა საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული საქმეების განხილვა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა შოთა რიჟამაძემ გახსნა. შეკრებილ მონაწილეებს ბრიუსელიდან სიტყვით, ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების I სამმართველოს ხელმძღვანელმა ევგენი ევგენიევმა მიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა