აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად“,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთის ჯანდაცვის თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია.

„აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის.

აფხაზეთის ჯანდაცვის თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია. მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი “ბუსტერ” დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა.

პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად “,- განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა