ალეკო ელისაშვილი - არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка - ასე Чашка-Ложка-სავით არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка - ასე Чашка-Ложка-სავით არიან “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ცხრა წელია ერთმანეთს ლანძღავენ და თავს მშვენივრად გრძნობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ის ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ მოხდება, რადგან არც “ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა.

„შარლ მიშელის შეთანხმების არ იყოს, ამ შეთანხმებამდე მისვლა არც “ქართულ ოცნებას“ და არც “ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდოდა. ერთმა შეთანხმებას ხელი მთელი ოთხი თვე არ მოაწერა, ხოლო მეორემ ხელი მოაწერა, მაგრამ იდაყვზე იკბენდა და როგორც კი მომენტი ჩაუვარდა, საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ასეა ამ შემთხვევაშიც - "ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ პირობებს აყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთს ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლა არ უნდა. უბრალოდ, შარზე არიან და საბაბს ეძებენ, რომ როგორღაც ამ პროცესს შარი მოსდონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა