რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 27 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 241 812-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24-საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1 019 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 298 222 შეადგინა.
პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 9 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.