დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მის საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგების შემთხვევაში შესაძლო საპასუხო ნაბიჯების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

რუსეთი მის საზღვრებთან ნატოს შეიარაღებული ძალების განლაგების შემთხვევაში შესაძლო საპასუხო ნაბიჯების სხვდასხვა ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობის შესახებ, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუკი საფრთხე შეიქმნება, საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება მის დასაბალანსებლად.

„არავისთვის არის საიდუმლო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვრებზე ნატოს სხვადასხვა ტიპის შეიარაღების განლაგება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეგვიქმნას, საჭიროებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას სიტუაციის დასაბალანსებლად. არსებობს მრავალფეროვანი შესაძლო ვარიანტები“, - განაცხადა სპიკერმა.

მანამდე ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზად არის განათავსოს ბირთვული იარაღი ნატოს მხრიდან საფრთხის შემთხვევაში. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი აღნიშნა, რომ მინსკი მოსკოვს შესთავაზებს ამგვარი ზომების მიღებას, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განათავსებს ბირთვულ იარაღს პოლონეთში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა ნატოს დაიწყოს არსებითი მოლაპარაკებები, რათა რუსეთი უზრუნველყოს საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს