ევროკავშირში Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

„ნუვაქსოვიდი“ მეხუთე ვაქცინა გახდა, „ფაიზერ/ბიონტექის“, „ასტრაზენეკა/ოქსფორდის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ შემდეგ, რომლის გამოყენებაც ევროკავშირშია დასაშვები.

ვაქცინა შეიცავს პათოგენის გასუფთავებულ ფრაგმენტებს, რომლებიც შესაბამის იმუნურ პასუხს იწვევენ.

კლინიკური კვლევების ივნისში გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 90.4%-ით ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ, მძიმე შემთხვეების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შეფასება, როგორ მოქმედებს მათი ვაქცინა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ და ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სპეციფიკური ვერსიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიას ვაქცინის 200 მილიონი დოზის შესყიდვაზე Novavax-თან კონტრაქტი წინასწარ აქვს გაფორმებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა