ანონსი 21 დეკემბერს

21 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული საქსტატის ვებ-გვერდის პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის #13 (სასტუმრო "თბილისი მერიოტი").

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგის საბოლოო და 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშებს წარადგენს.

მის: მერაბ კოსტავას 14 (სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi).

საკონტაქტო: 598 890021

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის ბრიფინგი გაიმართება.

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, World Vision საქართველო, ხობის მერიასთან, ახალგაზრდული სააგენტოსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში პირველ ახალგაზრდულ ფორუმს გამართავს.

მის: ხობი, ცოტნე დადიანის 187 (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის შენობა).

საკონტაქტო: 555 53 95 59

21 დეკემბერს, 11:15 საათზე, პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

21 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ომიკრონი საქართველოშია - მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები. ვაქცინის "ბუსტერ" დოზის მნიშვნელობა. მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 დეკემბერს, 11:30 საათზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის, მისი დონორი პარტნიორი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება - „კლიმატის დაფინანსების საკითხები საქართველოში – კერძო და საჯარო სექტორების დიალოგი" გაიმართება.

Zoom პლატფორმისბმული: https://worldbankgroup.zoom.us/j/98362736088?pwd=MmJUalpwRlF3MjlBbVFXZ2cvKzFrUT09 ; ნომერი (ID): 983 6273 6088; კოდი (Passcode): @zg?ARG84r

21 დეკემბერს, 11:45 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" და „რითეილ ასოციაცია" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106,

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 54 44 15

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

21 დეკემბერს, 12:30 საათზე, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახის წევრები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნება.

​მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 (თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე).

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ორი ანგარიშის: "არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმება საქართველოში“ და „შრომის ინსპექცია 2021“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: "რედისონ ბლუ ივერია"

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" კომპანია RMG-ის საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიზნით გასვლითი შეხვედრა გაიმართება.

მის: ბოლნისი, დაბა კაზრეთი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო