ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი წარმატებული ფორმატის მნიშვნელობას.

ნათია თურნავას თქმით, 2021 წელს საქართველო შეძლებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებას, ხოლო 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.

„საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს მომავალშიც. 2021 წელს ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი საქართველოს ექნება რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2%-ის ოდენობით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველო სომხეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორს. 2021 წლის 10 თვის მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით სომხეთი მე-7 ადგილზეა 555 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8% - ს შეადგენს.

„ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მზარდი და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ურთიერთობებია. ვაჭრობის გარდა, ჩვენ გვაქვს საერთო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ორმხრივ თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სექტორების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს სარკინიგზო გადაყვანების ახალ პროექტზე თბილისსა და ერევანს შორის, აგრეთვე 500 - კილოვოლტიანი ახალი ხაზი მარნეული - აირუმი, რომლის მშენებლობის დაწყებაც მალე იგეგმება, რომელიც ორ ქვეყანას ელექტროენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა