ბელარუსის საგარეო უწყება ლონდონში ქვეყნის საელჩოზე თავდასხმის შესახებ იუწყება

ლონდონში ბელარუსის საელჩოს თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად ბელარუსელი დიპლომატი დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, თავდასხმა 19 დეკემბერს საღამოს მოხდა.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ადამიანთა ჯგუფმა ჯერ შენობის ფასადი დააზიანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მისულ ბელარუს დიპლომატებს დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიების, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის, ასევე ბელარუსული მხარის საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმირების მოთხოვნით მიმართეს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ დიპლომატს ტვინის მსუბუქი შერყევა, ცხვირის მოტეხილობა და კბილის ტრავმული მოტეხილობა დაუდგინდა.

ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების მისვლის შემდეგ რადიკალებმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა ლონდონის პოლიციამ თავდამსხმელთა ნაწილი დააკავა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აზუსტებენ, დადგინდა, რომ „პირები სავარაუდოდ რადიკალური ემიგრანტული დაჯგუფების“ წევრები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო