უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის ინფორმაციით, უკრაინელი კონსულები გიგი კალანდაძის დაკავების მიზეზების დასადგენად და დახმარების აღმოსაჩენად მუშაობენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ გერმანიაში დაკავებული გენერლის გიგი კალანდაძის დაკავების მიზეზების დასადგენად უკრაინელი კონსულები მუშაობენ.

სპიკერის თქმით, კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, კონსულები უკვე თანამშრომლობენ გერმანელ სამართალდამცავებთან დაკავების მიზეზების დასადგენად და მისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.

„გერმანიაში უკრაინის საელჩო ინფორმირებულია 19 დეკემბერს აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ასევე კალანდაძის დაცვაში ჩართულია მისი იურისტიც.

გიორგი კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიანიჭა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს