მოსკოვმა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ორი გერმანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყებაში გერმანიის ელჩი დაიბარეს და განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანული მხარის მიერ განხორციელებულ ქმედებების საპასუხოდ მიიღეს.

„გერმანიის ელჩს ეცნობა, რომ რუსეთში გერმანიის საელჩოს ორი დიპლომატი, სიმეტრიული რეაგირების თანახმად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, შეიარაღებული პირი რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრძანებით მოქმედებდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა