გერმანიის საგარეო უწყება რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევებაზე - ეს გადაწყვეტილება ურთიერთობებს ძაბავს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს აუარესებს.

„ეს ნაბიჯი არ არის გასაკვირი, მაგრამ სრულიად გაუმართლებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება კვლავ ძაბავს ურთიერთობებს,“ - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა