გერმანიაში, კოვიდ შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 13 პოლიციელი დაშავდა

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 13 სამართალდამცავი დაშავდა.

დემონსტრაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვა, ისინი კი, მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 13 ადამიანი.

მან ჰაიმის გარდა კოვიდშეზღუდვები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინაპომერანიის მხარის 20 ქალაქში, საპროტესტო აქციებზე, საერთო, ჯამში, 17 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი