„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილი აქციისთვის რეგიონებიდან ავტოკოლონებით ჩამოვლენ

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ისინი დედაქალაქში ავტოკოლონებით გამოემართებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკოლონა უკვე წამოვიდა აჭარიდან.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, ქართველი ერი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას არ შეეგუება.

"ჩვენს ხმას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ბევრს გავაგონებთ. ქართველი ერი არ ეგუება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა