უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით  გამოძიება დაიწყო

უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების „საქმიანობის ხელშეწყობაში“ ადამიანთა ჯგუფთან, მათ შორის რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, წინასწარ შეთქმულებაში მონაწილეობის გზით.

„ევროპული სოლიდარობის პარტიაში“ აცხადებენ, რომ ბრალდება შეთხზულია პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის დავალებით და ის „ფარსად გადაიქცევა, ისე, როგორც ყველა წინა ბრალდება“.

ოფიციალური პირების ცნობით, პოროშენკოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დაკავშირებულია პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან, რომელიც დაახლოებით ექვსი თვეა შინაპატიმრობაში იმყოფება. ოქტომბერში სამართალდამცავებმა მედვედჩუკი პოროშენკოს ადმინისტრაციის დროს ჩინოვნიკებთან საიდუმლო გარიგებაში დაადანაშაულეს, რაც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მაღაროებიდან ქვანახშირი ყიდვას და ამ გზით, სეპარატისტების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

პეტრო პოროშენკო ამ დროისთვის უკრაინაში არ იმყოფება. როგორც პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების მიზნით დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა