ლაშა დამენია - ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული, მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს „ქართული ოცნების" დამარცხების მიზანს

ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული, მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს "ქართული ოცნების" დამარცხების მიზანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ დღეს დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დამენიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია გააზრებული იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ აქციები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აუცილებელია ეს ბრძოლა იყოს კარგად გააზრებული და კომპლექსური, ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს იმ საერთო მიზანს, რასაც "ქართული ოცნების" დამარცხება ჰქვია", - განაცხადა ლაშა დამენიამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას დღეს გამართავს. ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აქცია18:00 საათზე დაიწყება და ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა