საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია

„საქართველოს ბანკისა“და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა.

„კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, მეორე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „Goal Diggers“, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდ „Strategists“-ს ხვდა წილად. გამარჯვებულებს 11,000, 6,000 და 3,000 ლარის მოცულობის ფულადი პრიზები გადაეცათ.

გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების რჩეულ გუნდს, „Omega”-ს, ჩართულობის და შრომის დასაფასებლად Producers’ Award გადაეცემა.

კონკურსის თითოეულ ეტაპზე გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გოჩაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა..

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური კონკურსის განხორციელებაში, რომელიც მონაწილეებს როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე რეალურ ქეისებზე დაყრდნობით პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულებს და ვუსურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით; TBSC Consulting-თან ერთად, წინ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ სტიმული, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ განვითარება“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე