იენს სტოლტენბერგი - გავლენების სფეროების ხანა დასრულდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა.

„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს ალიანსის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს, საჭიროების შემთხვევაში კი გააძლიერებს კოლექტიური თავდაცვის პოზიციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა