გიორგი სააკაშვილი - მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მშვიდობიან გზას და ემსახურება მიზანს, დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა - ჩემ ძმას პოლიტპატიმრად ვთვლი

მოვისმინე ნიკა მელიას განცხადება მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით. მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მშვიდობიან გზას და ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის უდანაშაულო და ის ასევე პოლიტპატიმარია.

როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს.

„მოვისმინე ნიკა მელიას განცხადება მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით. მე მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მშვიდობიან გზას და ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა. პირდაპირ ვთვლი მიშა სააკაშვილს, ჩემ ძმას პოლიტპატიმრად, რადგან ის აბსოლუტურად უდანაშაულოდ არის ჩასმული. თვითონ გადაწყვიტა, ჩამოვიდა, თვითონ ჩაბარდა რეალურად არსებულ ხელისუფლებას, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ვინაიდან, უნდა ქართველ ხალხთან ერთად ყოფნა და ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება. დავკონკრეტდები კიდევ ერთხელ, რომ არავითარ თანამდებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. უნდა ერთი, რომ საქართველო იყოს ევროპის განუყოფელი ნაწილი და მიიღოს მონაწილეობა წინსვლაში“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა