ჰანს კლუგე „ომიკრონის“ გავრცელებაზე - შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების "მნიშვნელოვანი ზრდისთვის" მოემზადონ.

კლუგეს თქმით, “ომიკრონი“ ახლა დომინანტური ვარიანტია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, დანიასა და პორტუგალიაში.

”შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ. რამდენიმე კვირაში „ომიკრონი“ დომინანტური გახდება ევროპის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მთავრობებმა და ხელისუფლებებმა უნდა მოამზადონ რეაგირების სისტემები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის,“- აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, პირველადმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია „ომიკრონ“ ვარიანტთან ბრძოლაში. კლუგემ მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ ვაქცინაცია.

”ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალებად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ჯანმო-ს ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო:ჰანს კლუგე "ომიკრონის" გავრცელებაზე - შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ჰანს კლუგე „ომიკრონის“ გავრცელებაზე - შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების "მნიშვნელოვანი ზრდისთვის" მოემზადონ.

კლუგეს თქმით, “ომიკრონი“ ახლა დომინანტური ვარიანტია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, დანიასა და პორტუგალიაში.

”შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ. რამდენიმე კვირაში „ომიკრონი“ დომინანტური გახდება ევროპის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მთავრობებმა და ხელისუფლებებმა უნდა მოამზადონ რეაგირების სისტემები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის,“- აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, პირველადმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია „ომიკრონ“ ვარიანტთან ბრძოლაში. კლუგემ მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ ვაქცინაცია.

”ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალებად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ჯანმო-ს ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო:ჰანს კლუგე "ომიკრონის" გავრცელებაზე - შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა