გერმანიაში, 28 დეკემბრიდან კოვიდ შეზღუდვები მკაცრდება

გერმანიაში, ფედერალური და რეგიონული ლიდერები კოვიდ შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება.

რაც შეეხება რესტორნებს, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კვლავ საჭირო რჩება.

ამასთან, სპორტული ღონისძიებების, კონცერტებისა და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება მაყურებლის გარეშე იქნება დასაშვები.

გერმანია გააძლიერებს ვაქცინაციის „ბუსტერ“ კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია, 70.4% სრულადაა აცრილი, 32.6%-ს კი - „ბუსტერ“ დოზა მიღებული აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა