ვლადიმერ ზელენსკი - გულწრფელად ვიტყვი, მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ - საქართველოს ხელმძღვანელობას მის შესახებ ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.

„მე და მიხეილს, გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს. ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მეუღლესა და დედას შეძლებოდა მისი მონახულება. გულწრფელად გეუბნებით, დავურეკე, ვთხოვე. მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მისი თქმით, არის ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით ვერ შეძლო თბილისთან მოლაპარაკება.

„მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა