ისრაელში, მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზით აცრიან

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას 60 წელს გადაცილებულ პირებს, მედიკოსებსა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს შესთავაზებენ.

„არაჩვეულებრივი ახალი ამბავი, ნუ დაკარგავთ დროს, აიცერით,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

მესამე და მეოთხე დოზებს შორის შუალედი მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს. ამასთან, 5-დან 3 თვემდე მცირდება შუალედი მეორე და მესამე დოზებს შორისაც.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის 170-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო