ჯო ბაიდენი - არავაქცინირებულებს შეშფოთების მიზეზი აქვთ

იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად არ არიან ვაქცინირებული, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთების საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„თქვენ ხართ დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ და თუ დაინფიცირდებით, სავარაუდოდ გაავრცელებთ მას სხვებზე, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, არავაქცინირებული ადამიანები ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდ-19-ით გარდაცვალების "მნიშვნელოვნად მაღალი რისკის" ქვეშ დგანან.

„თუ თქვენ იმ ამერიკელთა უმრავლესობას მიეკუთვნებით, ვინც სრულად არის აცრილი და განსაკუთრებით, თუ თქვენ მიიღეთ „ბუსტერ“, მესამე დოზა, შეშფოთების გაცილებით ნაკლები მიზეზი გაქვთ. თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო