რუმინეთში კოვიდპასპორტების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სავალდებულო კოვიდ პასპორტის შემოღებას აპროტესტებდნენ, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

პარლამენტის შესასვლელებთან მობილიზებულ სამართალდამცავებს დემონსტრანტების შესაჩერებლად ძალის გამოყენება არ დასჭირვებიათ.

აქციაში, რომელიც ოპოზიციური, ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ იყო ორგანიზებული, 2 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. ისინი აფრიალებდნენ რუმინეთი დროშებს და სკანდირებდნენ : „თავისუფლება!“რუმინეთის მმართველი კოალიცია კოვიდ პასპორტების გამოყენების პირობებზე მსჯელობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ჯერჯერობით კანონპროექტი შეტანილი არ არის.

რუმინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა