სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „მხატვარი და ეპოქა" გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „მხატვარი და ეპოქა" გაიმართება.

მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სიცოცხლის წლების (1876-1941) ამსახველი ეპოქა 150-მდე ექსპონატით.

„შალომ კობოშვილის ნამუშევრების გარდა, ექსპოზიციაზე გამოფენილია დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ებრაული ცხოვრების თემატიკაზე; ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი ებრაული კოლექცია ⎼ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ებრაული სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები; დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივებში დაცული ფოტომასალა; საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული დოკუმენტური და საარქივო მასალა.

გამოფენაში ჩართულია მულტიმედია კომპონენტები - წარმოდგენილი იქნება აუდიო-ვიზუალურ მუზეუმთან „ჰოლოზეუმი" თანამშრომლობით შექმნილი ანიმაცია. ასევე, დოკუმენტური ფილმი „მეხსიერების დარაჯი", რომელიც მომზადდა მედია პლატფორმა Chai Khana-სთვის, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „ქართველი ებრაელების საერთო მეხსიერება" ფარგლებში.

შალომ კობოშვილი (1876-1941) საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვარია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, სადაც ის ცხოვრების ბოლო წლებში დარაჯად მუშაობდა. კობოშვილმა ხატვა 61 წლის ასაკში სწორედ ებრაულ მუზეუმში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, შექმნა 60-მდე ნამუშევარი, სადაც XIX საუკუნის ბოლოდროინდელი ახალციხის ცხოვრება, ებრაელთა ყოფა, ადათ-წესები, რიტუალური სცენები, ცეკვა, ხელოსნობა თუ სხვა ჟანრული სიუჟეტებია ასახული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა ხორციელდება როტშილდის ფონდისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით.

გამოფენის კურატორია ლელა წიწუაშვილი, დიზაინერი - დავით ჯანიაშვილი.

გამოფენა22 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და 2022 წლის 16 იანვრამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა