ესპანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 44 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

„მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ხდება „დელტა“ ვარიანტის სწრაფი ჩანაცვლება „ომიკრონით“, - ნათქვამია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების 15.77% კოვიდ პაციენტებს აქვთ დაკავებული.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, ესპანეთში კორონავისურის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 81%-ზე მეტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს