„საქართველოს ბანკში“ კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა - https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან, კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ კი, აირჩევთ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ეს ყველაფერი კი ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში ბიზნეს პაკეტით სარგებლობა უფასოდ იქნება შესაძლებელი. ეს პაკეტი ბიზნესის სამართავად საჭირო ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა: ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეტყობინების სერვისი და მულტისავალუტო ანგარიში.

„მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს ციფრული პროდუქტები და სერვისები. ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება ფილიალში მისვლა და უმოკლეს დროში შეუძლია გახსნას კომპანიის ანგარიში. დღეს ციფრული პროდუქტები და სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში და სამომავლო წარმატებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რათა მათ მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

დეტალურად, თუ როგორ გახსნათ კომპანიის ანგარიში ონლაინ, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2852mV-jdvI

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა