ენტონი ბლინკენი - ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს მეორეს საზღვრები, ან უკარნახოს პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებებში არსებობს საკითხები, რაც განუხორციელებელია, მაგრამ შესაძლოა, იყოს ისეთებიც, რომელთა განხილვაც მისაღები იყოს, ისევე როგორც არსებობს საკითხები, რასაც აშშ მოლაპარაკებების მაგიდაზე დადებს და მათზე რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს.

„ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს მეორეს საზღვრები, ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკარნახოს მეორეს პოლიტიკა ან უთხრას, ვისთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, ერთ ქვეყანას არ აქვს გავლენის სფეროების გამოვლენის უფლება,“- აღნიშნა ბლინკენმა

მისი თქმით, აშშ-ს რუსეთთან უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა სურს, თუმცა თუ რუსეთი გააგრძელებს დაუფიქრებელ ან აგრესიულ ქმედებებს, აშშ მას მკაცრად უპასუხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა