ბრიუსელმა პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო

ბრიუსელმა პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო. მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის კანონს ქვეყნის კანონებთან შედარებით უპირატესობა არ გააჩნია.

ამ გადაწყვეტილებამ ევროკავშირის აღშფოთება გამოიწვია და პოლონეთსა და ბლოკს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დააზიანა.

ევროპულმა კომისიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო "სერიოზულად შეშფოთებულები არიან" და პოლონეთის წინააღდეგ შესაბამის პროცედურას იწყებენ.

ევროკომისიის განმარტებით, გადაწყვეტილება არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულებებს.

„ბოლოს, კომისიას სერიოზული ეჭვი აქვს საკონსტიტუციო ტრიბუნალის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო