თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინა დაამტკიცეს

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის Turkovac-ით აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ცნობისათვის, ამჟამად თურქეთში ვაქცინაცია ჩინური „სინოვაკისა“ და „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინებით მიმდინარეობს. ვაქცინის ორი დოზა ქვეყანაში 51 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს