საქართველოს პრეზიდენტმა შშმ ვეტერანებს მედიკამენტების 200 - ლარიანი ვაუჩერები გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 200 - ლარიანი ვაუჩერები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს გადასცეს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ამ საახალწლო საჩუქრით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი ღვაწლისთვის.

კობა კობალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შშმ ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის, სამსახურის ბენეფიციარების სახელით მადლობა გადაუხადა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა