გიორგი გახარია - შიმშილობა არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რაც ქვეყანას სჭირდება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში, თითოეული ოჯახის პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია და ა.შ. შესაბამისად, „შეთანხმება, ეროვნული კონსენსუსი ამაზე უნდა შედგეს და არა, კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება ან არ გათავისუფლებაზე“.

გიორგი გახარიამ უპასუხა შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ დაწყებული შიმშილობის შესახებ.

„შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ქვეყანაში, ახალი წლის წინ რეალური პრობლემა აქვს თითოეულ ოჯახს - შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების და ა.შ. ეს, ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეთანხმება, ეროვნული კონსენსუსი ამაზე უნდა შედგეს და არა, კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება ან არ გათავისუფლებაზე“, - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს